პროექტის სახელი: ,,მაინც შენით ვარ აქამდი...''
პრობლემა: მოსწავლეებს არ აქვთ გამოცდილება ხალხური სიტყვიერების მოძიებისა და შეკრების. შესაბამისად, ვერ აგებენ ცოდნას ხალხურ ლექსებზე დაყრდნობით. არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩასწვდნენ მათ არსს, თემას და იდეას, შეადარონ ისინი ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთად შეგვედგინა კრებული, რომელშიც თავმოყრილი იქნება მოსწავლეთა მიერ შეკრებილი, ხალხში გაბნეული ხალხური ლექსები.
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ითვალისწინებს ქართული ხალხური ლექსების მოძიებას, გაცნობას და კრებულის შექმნას, ისტ ტექნოლოგიების ახალი უნარ–ჩვევების გამომუშავებას.
პროექტის აღწერა: მოსწავლეები დაინტერესდებიან პოეზიითა და ხელოვნებით, თავს მოუყრიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეულ ხალხურ ლექსებს, გაესაუბრებიან რეგიონის მოსახლეობას, გადაიღებენ ფოტოებს, აიღებენ ინტერვიუს, რითაც გაიგებენ, თუ ვინ იყო მთქმელი და თვითონ როგორ აფასებდა ლექსის შინაარსს, თემას, იდეას. ასევე მოიძიებენ ლექსებს, რომლებიც დღესდღეობით მივიწყებულია, ან თუნდაც ახალია. გადახედავენ ძველ და თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და დააკვირდებიან რამდენად ხშირად გვხვდება დღევანდელ ლიტერატურაში ხალხური ლექსები. შექმნიან (ან მოიძიებენ) ნახატებს და დაამატებენ ბლოგზე.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი
ვადები და ხანგრძლივობები: 6 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: ხალხური ლექსების მოძიება , სარედაქციო საბჭოს შექმნა, გამოცემის კომპიუტერული უზრუნველყოფა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გასვლის გრაფიკის შედგენა, სლაიდების შექმნა, მასალების მოძიება, სლაიდშოუს მომზადება, ანკეტური გამოკითხვით საზოგადოებრივი აზრის გაგება ქართულ ხალხურ პოეზიაზე, მხატვრული გაფორმება, ფოტო და ვიდეო მასალის მოპოვება, დამუშავება, ბლოგის შექმნა, პრეზენტაციისთვის მომზადება.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, გაიცნობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ ხალხურ ლექსებს, გაითავისებენ, რომ აუცილებელია მათი არ დავიწყება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა. გაიმდიდრებენ ცოდნას ხალხური პოეზიის შესახებ, შექმნიან ნამუშევრებს, დახვეწენ ისტ ტექნოლოგიების გამოყენების უნარ–ჩვევებს, შექმნიან ფოტო–ვიდეო მასალას, რომელიც ასახავს პროექტზე მუშაობის პროცესს.
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები მათ მიერ შექმნილ ბლოგს გააცნობენ სხვა თანატოლებს, მასწავლებლებს, პრეზენტაციის დროს გაუზიარებენ თავიანთ ტანატოლებს გამოცდილებას, რითაც შეახსენებენ მოზარდებს იმას, თუ საიდან მოვდივართ, რამდენად ღრმა და ძლიერი ფესვები გვაქვს და რომ ამ ყოველივეს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული, გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება.
პროექტის ავტორი: მაკა ბაქრაძე
ავტორის ელ–ფოსტა: makabakradze@gmail.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий